ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ trend.az-თან საუბარში განაცხადა.
"ძალიან საინტერესო პროექტია, მაგრამ მისი განხორციელება დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოზე. ჩვენ გვინდა, რომ განხორციელდეს ეს პროექტი. მაგრამ ბევრი რამ ასევე დამოკიდებულია აზერბაიჯანზე," _ განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრის თქმით, ბრიტანულმა საინჟინრო კომპანია "Penspen"-მა უკვე დაასრულა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა და პროექტის განხორციელების კუთხით მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება შემდგომ იქნება მიღებული.
პროექტი AGRI-ს თანახმად, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით მიეწოდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს, სადაც მისი გათხევადება მოხდება. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიან, რის შემდეგაც არსებული გაზსადენებით მისი ევროპაში ექსპორტი მოხდება.
პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად მოხდება, რომელიც ითვალისწინებს 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე მიწოდებას.
წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულებაა 1,2 მლრდ-დან 4,5 მილიარდი ევრო.
პროექტის აქციონერები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი არიან.