წუხელ, ლანჩხუთის ცენტრში, ჟორდანიასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ტანსაცმლის სავაჭრო ჯიხური გიძარცვა. ჯიხურის მეპატრონის ზინა ორაგველიძე-ხოფერიას ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია რამდენიმე ასეული ლარის ღირებულების პროდუქცია.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მან უკვე შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს და ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.