ვაკანტურ თანამდებობებზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან 445 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც მერიის პრესსპიკერმა განაცხადა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი დასრულდა, საკონკურსო საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი.
"მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1 033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორეზე – გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება", _ აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების 40% ახალი კადრებით დაკომპლექტდება.