"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინაპირობად რუსეთს მოუწია საქართველოსთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებისათვის, რომლითაც, ფაქტობრივად, აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"ამ ხელშეკრულების ამოქმედება, ისევე როგორც რუსეთის მიერ ჯაშუშობისათვის ბრალდებული ქართველების გამოხსნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ არცერთი ეს მიზანი თუ ამოცანა არ საჭიროებს აბაშიძე-კარასინის ფორმატს. პირველს სჭირდება ჟენევაში, შვეიცარიის შუამავლობით, რუსეთსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ხელშეკრულების დანართ დოკუმენტებზე საბოლოო წერტილის დასმა, ხოლო მეორეს – ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მკაცრი საუბარი.
ეს ყველაფერი შესაძლებელია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გარეშეც!"