ლანჩხუთის დეპუტატს, თემურ ჩხაიძეს საქართველოს პირველ მოქალაქედ წოდებულ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღე ჯერ არ მიულოცია.
„დღეს 18 თებერვალია? 16 თებერვალი მეგონა. ნამდვილად არ მიმილოცია ჯერ დაბადების დღე და აქედან გამომდინარე არც საჩუქარი მაქვს შერჩეული“, – გვითხრა თემურ ჩხაიძემ.
ოზურგეთელმა დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ კი ასეთი კომენტარი მოგვწერა სოციალური ქსელის საშუალებით:
“კიდევ მქონდა ერთი ბრილიანტებით მოჭედილი საქართველოს დროშა და ის გავუგზავნე. მოლოცვის ტექსტი ელისო კილაძემ შემადგენინა.“