საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თბილისში 2 საცხოვრებელ ბინას და ერთ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს. მის მიმდინარე ანგარიშებზე ირიცხება 78 753.3 ლარი, 4 695.53 დოლარი და 3 934.19 ევრო. ნაღდი ფულის სახით კი 37 000.00 დოლარი აქვს.
უფრო კონკრეტულად კი, ბესელიას ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2014 წლის 29 დეკემბერსაა შევსებული, ასე გამოიყურება: 175.00 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, გაბაშვილის (ყოფილი ყიფშიძის) ქუჩაზე.
ბესელია ასევე 100%-ანი წილის მფლობელია თემქის მე-3 მიკრო რ-ნი, მე-4 კვ. მდებარე 80.00კვ.მ ბინის. გამრეკელის ქუჩაძე კი ის 150.00.კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.
ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა RAW 4, 2007, EKA 041.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მიმდინარე ანგარიშები ასე გამოიყურება: თიბისი ბანკი ანაბარი 20000.00 დოლარი, თიბისი ბანკი ანაბარი 16500.00 ლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 3729.20 ევრო, თიბისი ბანკი მიმდინარე 1945.65 დოლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 85.12 ლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 52.43 დოლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 674.25 დოლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 348.94 ლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 2011.92 დოლარი, ბანკი ქართუ სახელფასო 61819.24ლარი, ბანკი ქართუ მიმდინარე 204.99 ევრო, ბანკი ქართუ მიმდინარე 1.28 დოლარი.
საქართველოს პარლამენტში დაკავებული თანამდებობიდან ბესელიამ წინა წელს 66 401.75 ლარი აიღო.