"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პოლიტსაბჭოს აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
"მოვილაპარაკეთ, რომ გაგრძელდება პოლიტსაბჭოსთან თანამშრომლობა. დაისახა რაღაც გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ ხვალ, ზეგ, მაზეგ", _ აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ.
ავთანდილ ბერიძე ფიქრობს, რომ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა.