უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის თანაშემწის მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, დღეს ხარკოვში ღირსების მარშის დროს აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილთა ჯგუფი დაკავებულია.
მისი განცხადებით, სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ ეს ადამიანები ხარკოვის ტერაქტთან კავშირში არიან. მათ ვინაობას უკრაინის უშიშროება მოგვიანებით დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხარკოვში თავისუფლების მარშის დროს აფეთქება მოხდა, რომელიც ხელისუფლების მიერ ტერაქტად შეფასდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი (მათ შორის 1 პოლიციელი) დაიღუპა და 10-ზე მეთი დაიჭრა.
წყარო: www.timer.ge