იმ მასალაზე საუბრისას, რომელიც "ქრონიკა +"-მა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს მიაწოდა, გამოცემის რედაქტორის განცხადებით, სავარაუდოდ, კომპიუტერული ვირუსის საშუალებით ჩაიწერა.
ელისო კილაძის ინფორმაციით, საუბარი კომპიუტერული ვირუსის საშუალებით არის ჩაწერილი და ჩაწერას ვანო მერაბიშვილის უწყება ახორციელებდა.
"ჩემი ინფორმაციით, ეს ჩანაწერი მოსკოვშია გაკეთებული, შეხვედრა გაიმართა 2011 წლის შემოდგომაზე სწორედ რუსეთის დედაქალაქში," _ ამბობს ის.
აუდიო მასალა მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. მასალებიდან, რომელიც გაზეთმა "ქრონიკა +" გაავრცელა, ჩანს, რომ ჩანაწერში ძირითადად 2 პირი ფიგურირებს – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აღნიშნულ დრო იძებნებოდა და შესაბამისად, საქართველოში ვერ ჩამოდიოდა და უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია. ჩანაწერში ჩანს, რომ ისინი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზებს განიხილავენ.
აუდიო მასალა მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემამ "არჩევანი" გახადა.
ჩანაწერების აუთენტურობა დადასტურებული არაა. თუმცა, ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვიდან გადაცემაში ჩართვისას ფაქტობრივად, ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა.