გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პატრულირებისას, გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიჭრა 46 კუბური მეტრი რცხილის, წიფლის, ნაძვის, სოჭის, ფიჭვისა და ბალამწარის ჯიშების საშეშე და სამასალე ხე-ტყე.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.
აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.