საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,სამი პირი: რუიალ ისაევი, ზამინ ბაირამოვი და შირხან ნამაზოვი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და ქ. რუსთავში მდებარე ავტობაზრობაზე მოქალაქეზე გაასაღეს ყალბი 1500 აშშ დოლარი. დაკავებულებმა, ყალბი კუპიურები ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილის საფასურის სანაცვლოდ გადასცეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსისი 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.