მთელი ღამე ეძებდა გურიის სამაშველო სამსახური 46 წლის მამაკაცს, რომელიც ჩოხატაურის სოფელ შუა ფარცხმის მცხოვრებია.
"გუშინ, როგორც კი ზარი შემოვიდა, გაემგზავრენ ჩვენი ბიჭები, როგორც ოზურგეთიდან, ასევე ჩოხატაურიდან. ამ პიროვნება ფსიქიური აშლილობა აქვს. ამიტომ ცოტა გაძნელდა მისი ნახვა, თუმცა ამ დილით 8 საათზე ვიპოვეთ ბახმაროს შესასვლელთან, ფერმაში იყო", _ გვითხრა გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა პაატა ლომთაძემ.