საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მოსკოვში რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბორის ნემცოვის გარდაცვალების გამო. ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უკეთესი, დემოკრატიული რუსეთისთვის იღწვოდა. ბორის ნემცოვი დააკლდება რუს ხალხს და მათ უკეთეს მომავალს, მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს მთელს დემოკრატიულ სამყაროში.
იმედია ეს საზარელი მკვლელობა სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან. "