თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, დიღმის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის დირექტორის მოადგილემ ნინო ბურძენიძემ სმენადაქვეითებულთა ბაღის აღსაზრდელებს სმენაზე ზრუნვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ავშვებმა კი თავის მხრივ სტუმრებს საკუთარი ნახატების გამოფენა დაათვალიერებინეს და ზეიმი გამართეს.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ამ ბავშვებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
,,ჩვენი ხელისუფლების ერტ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა პრობლემების მოგვარება და ზრუნვა იმ საკითხებზე, რომლებიც შშმ პირებს დაეხმარება სრულფასოვნად იყვნენ ინტეგრირებულნი ჩვენს საზოგადოებაში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მერიაში შეიქმნა საბჭო, რომელიც უშუალოდ ამ პრობლემებზე და შშმ პირების უფლებების დაცვაზე იმუშავებს“,-აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
როგორც თარაშ შურღაიამ განაცხადა, აღნიშნულ ბაღში 6 სმენადაქვეითებული ბავშვი, ხოლო 15 სხვადასხვა დარღვევების მქონე აღსაზრდელი ირიცხება.
,,დიღმის მასივში ერთი სპეციალური საჭიროების მქონე ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებისდაგავარად ვცდილობთ ამ ბავშვებს განსაკუთრებული გარემო შევუქმნათ. ბაღი აქტიურად არის ჩართული ინკლუზიურ სწავლებაში და ადაპტირებულია ყველა საჭირო პირობით“,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.
მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა იგეგმება და როგორც თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, თითოეული მათგანი მორგებული იქნება ისეთ ბავშვებზე, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლასა და სწავლებას საჭიროებენ.