საქართველოს 22 წლის მოქალაქეს, ზურაბ კ.-ს მაღაზიაში პურის ქურდობისათვის შესაძლოა 5 დან 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯოს. საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტამბულის ერთ-ერთი რაიონის სასამართლოში. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ონლაინგამოცემა www.haberturk.com-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სტამბულის აქსარაის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიიდან, საქართველოს მოქალაქემ პური, თვზის ნაჭერი და ერთი ბოთლი უალკოჰოლო სასმელი მოიპარა. შენობის დატოვებისას კი სიგნალიზაციის ამუშავების დროს ის დააკავეს.
დაკავებულის თქმით, თურქეთში დაახლოებით ერთი თვის წინ სამოგზაუროდ ჩამოვიდა და ბოლო პერიოდში პანსიონში ცხოვრობდა. ფული დაუმთავრდა, რამდენიმე დღე მშიერი იყო და სწორედ ამიტომ მოიპარა პროდუქტები.