იმ საკრებულოს წევრებმა, რომლებმაც ერთი კვირის წინ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ქონების მერის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გაცემას 35 წლის ვადით მხარი არ დაუჭირეს, დღეს ამ წინადადებას უპირობოდ მისცეს ხმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირინა საჯაიამ და “საქართველოს გზის” წარმომადგენელმა ნინო ტაბატაძემ ქალაქ ოზურგეთის მერის ინიციატივასა და პროექტს მხარი დაუჭირეს, რასაც დეპუტატებს შორის შელაპარაკება და ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა
საკრებულოს სხდომა პიროვნული შეურაცხყოფებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.