აღნიშნულის შესახებ განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა იმ თემის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც ახმეტის პოლიციის უფროსი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ხულიგნობისთვისაა ნასამართლევი.
"პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება შესაბამისად დაისჯება ეს ადამიანი. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.