"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა რეგიონებში შეხვედრები გამართეს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რეგიონების მოსახლეობა 21 მარტის აქციისთვის აქტიურად ემზადება.
"ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არიან მოტყუებულები, მილიარდელმა მოატყუა ისინი და ამიტომ აქტიურად აპირებენ თავიანთი პროტესტის გამოთქმას 21 მარტს.
"ქართულმა ოცნებამ" და მთავრობამ დღეს იკადრა ის, რომ აგზავნის ადამიანების ჯგუფებს, რათა ჩაშალოს ოპოზიციური პარტიის შეკრებები. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ნიშნავს იმას რომ მთავრობამ ამოწურა ნდობის კრედიტი, ის არის მთალიანად გაკოტრებული მოსახლეობის წინაშე და ერთადერთი რითაც შეუძლიათ თავი გამოიჩინონ, არის ასეთი ხულიგნობა.
მაგრამ საზოგადოების განწყობა არის მტკიცე, საზოგადოების განწყობა დაფიქსირდა დღეს და ჩვენ ვფიქრობთ რომ ათეულობით ათასი ადამიანი ჩამოვა თბილისში და გამოხატავს თავის პროტესტს ამ უუნარო მთავრობის წინააღმდეგ.
აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც ამ მიტინგზე განსაზღვრულია. ეს არის უნიათო მთავრობის გადაგომა და საქართველოს განვითარების შესაძლებლობის აღდგენა", _ აღნიშნა წიკლაურმა.