იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კეთილი სურვილები და ფულის მიღება ტვინის ერთსა და იმავე ცენტრებზე მოქმედებს.
მათ ჩაატარეს გამოკვლევები, რომლებშიც ცხრამეტი მოხალისე იყო დაკავებული. ექსპერიმენტში გამოიყენეს ტვინის სკანირებისთვის განკუთვნილი აპარატურა.
ნებისმიერი ხასიათის ფინანსური წახალისების დროს ფიქსირდებოდა თავის ტვინის საპასუხო რეაქცია და ის ყველა შემთხვევაში ერთნაირი აღმოჩნდა.
ექსპერიმენტის პროცესში მონაწილეებს სთავაზობდნენ ბანქოს თამაშს, სადაც ერთ-ერთი კარტი ფულადი პრიზის მიღების საშუალებას იძლეოდა. ეს იყო გამოკვლევის პირველი ნაწილი, სადაც ფიქსირდებოდა ტვინის რექცია ჯილდოზე.
მეცნიერთა აზრით, ეს ხდება იმიტომ, რომ ნებისმიერ ჯილდოს ადამიანი აღიქვამს როგორც ქებას და მისი დამსახურების აღიარებას.
ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე მონაწილეთა ანკეტას და ფოტოსურათებს აცნობდნენ მათთვის სრულიად უცხო ადამიანებს. ამ შემთხვევაშიც ფიქსირდებოდა ტვინის რეაქციები, როცა ექსპერიმენტის მონაწილეებს აქებდნენ და მათი მისამართით კომპლიმენტებს გამოთქვამდნენ.
ამრიგად, გამოკვლევის ორივე ეტაპმა საფუძველი მისცა მეცნიერებს ემტკიცებინათ, რომ ორივე შემთხვევაში გააქტიურდა თავის ტვინის ერთი და იგივე ცენტრი,