აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის მერი საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს.
მერი საკრებულოს წევრებს წარუდგენს ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას მერიაში, რა პროექტები და პროგრამები განხორციელდა დღემდე და როგორია დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს სამომავლო გეგმები. ცხადია, ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნებისმიერ დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, მერის წინაშე დასვას მისთვის საინტერესო საკითხი."