ხმებმა პუტინის ჯანმრთელობის პრობლემების და შესაძლო გარდაცვალების შესახებ მთელი მსოფლიოს ინტერნეტსივრცეში მასობრივად ვრცელდება.
პოპულარულ იმიჯბორდში 4chan.org გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს რუსი დიპლომატები ამბობენ, რომ ლონდონში, რუსეთის საელჩოში პანიკაა და რომ რამდენიმე საათში გავრცელდება მნიშვნელოვანი განცხადება.
გთავაზობთ ინფორმაციის თარგმანს:
"ახლახანს ველაპარაკე ჩემს კოლეგას, რომელსაც აქვს კავშირები რუსეთის საელჩოსთან ლონდონში. მისი თქმით, რამდენიმე საათის წინ, ვლადიმერ პუჩკოვი (საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი _ სსს), იმყოფებოდა მოსკოვში, მედვედევთან შეხვედრაზე. დიდი ალბათობით, სსს დილით სამხედრო წვრთნებს დაიწყებს.
უახლოეს სამ საათში იქნება ანონსი. რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა ლონდონში, მათ შორის სამხედრო ატაშეებმა, დატოვეს დიდი ბრიტანეთი. პოლკოვნიკი კლიმუკი გუშინ, ადრე დილით წავიდა".
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, საინფორმაციო სააგენტო „რუსული მონიტორის“ ფოსტაზე მოვიდა წერილი, რომელშიც, რუსეთის პრეზიდენტის საქმეების მმართველი ცენტრალური სამედიცინო კლინიკის თანამშრომლების ინფორმაციაზე დაყრდნობთ, საუბარი იყო, რომ პუტინი მძიმედ არის ავად და მას იშემიური ინსულტი აქვს.