ტუნისის საზღვაო წყლებში მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი კატარღა KINGS-ი ჩაიძირა, რომელზეც ეკიპაჟის ხუთი ქართველი წევრი იმყოფებოდა. თუმცა, მათი გადარჩენა მოხერხდა.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 11 მარტს, დაახლოებით 15 საათზე მოხდა.
დამსაქმებელი კომპანიის ინფორმაციით, მეზღვაურთა ევაკუაცია დროულად მოხდა და ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.
მათივე ცნობით, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დამსაქმებელი კომპანია პასუხისმგებელია მეზღვაურთა სასტუმროში დაბინავებასა და სამშობლოში გამომგზავრებაზე. ამჟამად ისინი სწორედ ამ საკითხზე მუშაობენ და მეზღვაურთა დასახმარებლად სრულ მზადყოფნას აცხადებენ.