საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ამბობს, რომ NATO ჩვენი გზა არ არის:
_ კოალიციაშიც აზრის სხვადასხვაობაა ამ თემაზე, მაგრამ გუნდური თამაშის წესები არ უნდა დაირღვეს. რასაც კოალიცია გადაწყვეტს, ხელს არ შევუშლით. თუმცა, მეეჭვება, "ოცნებამ” გადაწყვიტოს, რომ NATO ჩვენი გზაა.
ამ შემთხვევაში, ჩვენ ან იძულებულნი ვიქნებით, ავყვეთ კოალიციას ან დავტოვოთ.
ამაზე საუბარი გუშინ კი არა, 1998 წლიდან დავიწყეთ. NATO-ში არც გვიღებენ და არც ჩვენ ვართ მზად ამისთვის, _ განაცხადა თოფაძემ versia.ge -სთან საუბრისას.
მისივე თქმით, NATO-ში შესვლას, შეიძლება ევრაზიულ კავშირში შესვლა ჯობდეს: _ მზად არც ამისთვის ვართ. თუმცა, თუ იქ უფრო კარგი პირობები იქნება, თუ მძლავრი ქვეყანა ვიქნებით და საკუთარ ინტერესებს დავიცავთ, შეიძლება, ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება, _ განაცხადა თოფაძემ.