ქალაქ ოზურგეთის ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებლებს რამდენიმე დღეში, ქუჩაში გამოსახლება ემუქრებათ _ ამის შესახებ მოსახლეობას ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ პირადად განუცხადა.
ეზოში შეკრებილები ქალაქ ოზურგეთის მერს წინასაარჩევნო დანაპირებს ახსენებდნენ. მათი თქმით, მერმა განაცხადა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებმა საავადმყოფოს შენობა ოთხშაბათს უნდა დატოვონ. მოსახლეობა, კი დაკავებული ფართების დატოვებას არ აპირებს.