თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმდა.
კერძოდ, გიგი უგულავას ბრალი ედებოდა 333 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დღეს კი მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, მას ახალი მუხლები დაუმატეს. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებზე.
"ამას აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ ისინი შევიდნენ სასამართლოში გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. მოგეხსენებათ პატიმრობის 9-თვიანი ვადა გიგი უგულავას გასდის 2 აპრილს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, პროკურატურა აპირებს, რომ გიგი უგულავა კვლავ იმყოფებოდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ამ ბრალდების წარდგენის მოტივაცია არის ერთადერთი, რომ უგულავა კვლავ პატიმრობაში ამყოფონ", – განაცხადა უგულავას ადვოკატმა.






























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)




