https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართლოს კასრაძის „პასპორტი“

16:03; 14.03.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამწუხაროდ, საქართველოს ისტორია ისე წარიმართა, რომ დიდი ხნის განმავლობაში „დიადი“ სსრკ-ის შემადგენლობაში შევდიოდით. კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში ქართველები საკუთარი ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ.

საბჭოთა სინამდვილე მეტად მძიმე გახლდათ და ნიჭიერ ადამიანს ამასთან შეგუება ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად, არაერთი ჩვენი მწერალი, საზოგადო მოღვაწე თუ სპორტსმენი საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში იუმორის გრძნობას არ კარგავდა.

დღევანდელ წერილში მინდა რომ რამდენიმე ათეული წლის წინ დავრუნდე და ერთი პიროვნება მოვიგონო. ცნობილი კონფერანსიე და თბილისის კოლორიტი ქართლოს კასრაძე თავისი კვიმატი ენითა და სასაცილო თავგადასავლებით გახლდათ ცნობილი. ნება მომეცით ამ უჩვეულო ადამიანის შესახებ რამდენიმე ისტორია გავიხსენო.

ქართლოს კასრაძემ გაგანია კომუნისტების დროს თამამი “დისიდენტური” ნაბიჯი გადადგა. საბჭოთა პერიოდში პასპორტში ლენინის სურათი ჩააკრა და მილიციელებს უმტკიცებდა – “ონ მოი ატეც,” ამის გამო რუსეთში გასტროლებისას რამდენიმე დღე დაკავებული ჰყავდათ. ჩხრეკისას ხელებაწეული ქართლოსი “ს ჩევო ნაჩინაეტსია როდინას” მღეროდა. რუსებმა რომ მოიკითხეს, ქართულმა “კაგებემ” უპასუხა, გაუშვითო.

თბილისელ კოლორიტს საკუთარი საგასტროლო მოგზაურობების გახსენება ძალიან უყვარდა.

“საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი გასტროლებზე – ვლადივოსტოკიდან ტალინამდე და ტაშკენტიდან იაკუტიამდე. ევროპაც შემოვლილი მაქვს. ფინეთში ფინურად მიმყავდა კონცერტი, დანიაში – დანიურად, შვედეთში – შვედურად, ჰოლანდიაში – ჰოლანდიურად. ერთხელ ცხინვალში ოსურად დავიწყე და ხელები გადაიტყავეს ტაშისკვრით ოსებმა.

ამ მოგზაურობების დროს შიგადაშიგ ლექსებსაც ვწერდი. სამარყანდში ყოფნისას, თემურ-ლენგის საფლავი ვინახულეთ და ასეთი სტრიქონები დავწერე:

სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი…

ლანგ-თემურო, ხომ მოვედი სამარხამდი

ამ ქვაზე რომ კოჭლი ფეხით აბიჯებდი,

ქართველები ჩამოვედით – რა ბიჭები!

სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი,

ლანგ-თემურო, ხელმეორედ დაგმარხავდი!”

ერთხელ კი ასეთი სახალისო ამბავი გადახდენია, რომელსაც თავადვე ყვებოდა:

„წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილი კრივის რინგი (ასეთი რამე მაშინ არცთუ ისე იშვიათი იყო), რომელზეც ქართლოს კასრაძე უნდა ეჩხუბოს უნივერსიტეტის ჩემპიონს, ფანჯრიდან კი ამ ბრძოლას (რომელიც მე უნდა მომეგო – ერთი თვის სტიპენდია გადავუხადე) თვალი უნდა ადევნოს ჩემი ოცნების ქალიშვილმა. ყველაფერი მზად არის – მსაჯიც, უამრავი მაყურებელიც და… უცებ გამოჩნდა ბატონი ნიკო კეცხოველი, ფოტოაპარატით(!) და ჩემი „მეტოქე" რინგიდან გააძევა. როგორ მოახერხა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენივე უნივერსიტეტის სტუდენტი, საკავშირო პირველობის პრიზიორი მოკრივე იპოვა უცბად, რომელიც უნივერსიტეტის ჩემპიონატებზე გამოსვლას არც კადრულობდა და რინგზე შემოაგდო…

შედეგზე აღარაფერს გეტყვით, მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთლიანად სისხლში ვიყავი მოსვრილი და, როდესაც ერთადერთხელ მოვახერხე ხელის მოქნევა, ბატონი ნიკოს შეძახილი გავიგონე: „შენ არა, შენ ნუ!.." თან სურათებს მიღებდა. მეტი არაფერი მახსოვს. მერე, ალბათ, მაინც შევეცოდე და მითხრამ ობიექტივზე ხუფის მოხსნა დამვიწყებია და ვერც ერთი სურათი ვერ გადამიღიაო“.

ბატონი ქართლოსის შემდეგ სიტყვას ჟურნალისტ ოთარ ხუციშვილს გადავცემ.

„იმ წლებში, როცა სარაიონთაშორისო გაზეთ „სამგორის" რედაქციაში ვმუშაობდი, ცნობილი იუმორისტი ქართლოს კასრაძე ჩვენი ხშირი სტუმარი გახლდათ. მოჰქონდა ფელეტონები, იუმორესკები, ზოგჯერ საქმიან წერილებსაც აქვეყნებდა. ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც გაზეთში დაისტამბა, მაშინდელ ლოჭინის მეფრინველეობის ფაბრიკად წოდებულ საწარმოს შეეხებოდა. ავტორი ხოტბას ასხამდა იქაურ მეფრინველეთა საქმიანობას და გეგმების დიდი გადაჭარბებით შესრულებას უწინასწარმეტყველებდა. მეორე დღეს რედაქციაში ტელეფონის ზარი აწკრიალდა. შეშფოთებულმა ფაბრიკის დირექტორმა გვამცნო, რომ წერილში საბედისწერო შეცდომა გაიპარა: საწარმოში მხოლოდ 2 ათასი ფრთა ფრინველი გვყავს, კორესპონდენციაში კი 4 ათასი ფრთა წერიაო. ეს რა უბედურებასა გვწიეთ, ამიერიდან სახელმწიფო კვერცხის დამზადების გეგმას ამ ციფრის მიხედვით დაგვიწესებს და დავიღუპეთო.

გაზეთის რედაქტორმა სილოვან ნარიმანიძემ ქართლოს კასრაძე რედაქციაში იხმო და უსაყვედურა: – შე კაი კაცო, რა შარს გადამკიდე. ადგილზე იყავი მისული, ის ქათმები ხეირიანად დაგეთვალა და მერე ისე დაგეწერაო. – დავითვალე, აბა არ დავითვალე?! – იუკადრისა ქართლოსმა. – თუ დაითვალე, 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ქათამი საიდან გაჩნდა? – სილოვან, აბა დაფიქრდი, – შეედავა იუმორისტი, – ერთ ქათამს ორი ფრთა ხომ აქვს. – აქვს. – ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, 2 ათას ქათამს 4 ათასი ფრთა არ გამოუვა?

რაღა ჰქონდა სათქმელი რედაქტორს, გაჩუმდა. იმისი კაბინეტიდან ქართლოსი გამარჯვებულის იერით გამოვიდა და რედაქტორის მოადგილეს ისლამ ბაბაევს აზერბაიჯანულად გაუბა საუბარი. ჩვენ ყველამ პირები დავაღეთ – ხედავთ, ქართლოსს ინგლისურთან, ფრანგულთან, ჩინურთან და იამაიკურთან ერთად აზერბაიჯანულიც სცოდნიაო. ქართლოს კასრაძე რომ წავიდა, ბაბაევს ვკითხეთ, რას გელაპარაკებოდაო. – ვერ გეტყვით, ვითომ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, მაგრამ იქიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგეო, – გვითხრა თავადაც პირდაღებულმა ისლამმა“.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი სიტყვას მილიციის ყოფილ პოლკოვნიკს გივი დოლიძეს გადავცემ  რომელიც ქართლოს კასრაძის შესახებ ერთ მართლაცდა „დაუჯერებელ“ ამბავს მოგვიყვება. 

„გასული საუკუნის სამოციანი წლების თბილისს სულ სხვა კოლორიტი ჰქონდა და იმ პერიოდის გახსენებისას, თვალებზე ყოველთვის ცრემლი მადგება ხოლმე.

შინაგან საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე რომ დანიშნეს, მაშინ ამ უწყებას სულ სხვა სახელი ჰქონდა – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ერქვა. თბილისი კი წესრიგისა და სიფხიზლის ქალაქად „გამოაცხადა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ დებოშიორებსა და ისეთ ფეხარეულ მთვრალებს, რომლებსაც სიარული უჭირდათ, მილიციის მორიგე პატრული იჭერდა. თუმცა, უფროსობის წინაშე თავის გამოჩენის სურვილი ზოგჯერ რეალობას აჭარბებდა და რიგითი მილიციელები ხმამაღლა მოლაპარაკე და ოდნავ ნასვამებსაც აკავებდნენ. ხშირად ამ „ბადეში“ ძალიან ცნობილი ადამიანებიც ხვდებოდნენ და შემდეგ მათ უპრობლემოდ ვათავისუფლებდით ხოლმე, რაზეც მხოლოდ ეღიმებოდათ. ამ კუთხით რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანუა ზანდუკელაშვილი. ის კახეთის რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან იყო, მილიციაში კი ჯარის შემდეგ, კომკავშირული საგზურით მოვიდა. ვანუა რომ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც სიურპრიზს ველოდი, მაგრამ, არა ისეთს, რასაც ახლა მოგიყვებით.

ერთხელ, ჩვეულებრივად, სამსახურში მოვედი და, მორიგე რომ მოვიკითხე, ვანუა მეახლა.

– როგორაა საქმე, სერჟანტო ზანდუკელაშვილო? – ვკითხე ვანუას, წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?

– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – მომიგო ვანუამ და თაბახის ფურცელზე დაწერილი „პროტოკოლები“ დამიდო.

ვანუა გავუშვი და კითხვას შევუდექი. ორი წავიკითხე, მესამეზე გადავედი და კინაღამ რქები ამომივიდა.

„პროტოკოლი“ დაკითხვის ფორმით დგებოდა და მასში კითხვა-პასუხი იწერებოდა. ეს „პროტოკოლი“ კი, რა თქმა უნდა, ვანუას შედგენილი იყო და ეწერა:

„სახელი და გვარი: ვახტანგ გორგასალი.

დაკავების ადგილი: ჭრელი აბანოს მიმდებარე ტერიტორია.

დაკავების მიზეზი: მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხბებზე სანადიროდ…“

ხომ წარმოგიდგენიათ, ვანუამ ჭრელ აბანოებთან ხოხბებზე მონადირე ვახტანგ გორგასალი დააკავა… მოკლედ, ვანუას ვუხმე და ვუთხარი: ერთი, გორგასალი ამომიყვანე-მეთქი.

ცოტა ხანში ვანუამ ახალგამოღვიძებული „ვახტანგ გორგასალი“ ამომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩნდა…“

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ვინ მდიდრდება იშვიათად

10:32; 2 მარტი, 2026
ზაფრანი

ვის უყვარს ორმაგი თამაში სიყვარულში

10:13; 2 მარტი, 2026
ზაფრანი

წარმატების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

10:10; 2 მარტი, 2026
ზაფრანი

რატომ უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებული ადამიანი მეგობრებში

10:00; 2 მარტი, 2026
ზაფრანი

„ხელწერილი“

10:15; 1 მარტი, 2026

გოგუაძის ბენეფისი ნეიტრალურზე

გურიაში გრიპის შემთხვევებმა იმატა

ყველა სიახლე

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო