პუტინის ერთ-ერთი საიმედო დასაყრდენი, მისი დაცვის ყოფილი უფროსი გენერალი ზოლოტოვი ან მოკლეს, ან გარდაიცვალა _ ეს ინფორმაცია რუსული სოციალური ქსელებით ვრცელდება. ოფიციალური მოსკოვი ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს.
გენერალ-პოლკოვნიკი ზოლოტოვი 13 წლის განმავლობაში პუტინის პირადი დაცვის უფროსი იყო და პუტინის არც თუ ისე ბევრი ერთგული მეგობრების სიაში ირიცხებოდა.
იგი 2014 წლიდან რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და შინაგანი ჯარების მთავარსარდალი იყო, უახლოეს მომავალში კი ФСБ-ს ხელმძღვანელი უნდა გამხდარიყო.
ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, რუსულ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ რუსეთში უკვე მოხდა სამხედრო გადატრიალება.