"რას გიშავებს ეს მთავრობა და რატომ უნდა გადადგეს, გარდა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ მოძალადე ხელისუფლებას უნდა, რომელიც ყველანაირად სიცრუეს ავრცელებს, რომ ხელისუფლება უუნაროა" _ ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძნა ივანიშvილმა დღეს, საჯარო ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
_ უუნარობაში ალბათ ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მათ უამრავი სისხლი დაღვარეს იმ ადგილზე, სადაც ისინი გროვდებიან და აპირებენ დემონსტრირებას. მათ აქვთ საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი, თუნდაც ძალადობრივი. თუმცა, ამდენი ჭკუა ყოფნით, რომ არ დააფიქსირონ აზრი, რაც ძალადობრივია. წინა ხელისუფლება და ეხლანდელი იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს საშუალება, რომ ყველას მისცენ საშუალება მოახდინონ სიცრუის დემონსტრირება, _ განაცხადა ივანიშვილმა.