"სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა", _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენისას განაცხადა.
"ჩვენ დღეს გვყავს ქვეყანაში პოლტიკური ელიტა, როგორც საკანომდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სახით, რომელიც ნათლად, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვანდ ხაზს უსმავს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი.
ამ ჩვეულებრივი ჭეშმარიტების ხაზგასმა და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ძალიან მნიშვნელოვნია. სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა. მაშინ როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს იმედი და განცდა, რომ სასამართლოში მისი უფლებები იქნება დაცული, მაშინ პოლტიკოსთა გადაცდომებიც, პარტიული ინტერესებიც მიღმა რჩება და ყველას აქვს განცდა, რომ სახელმწიფო ემსახურება მთავარს – ადამიანის ინტერსებს", – განაცხადა მარგველაშვილმა.