საშა პოპოვი _ მეფის მთავრობამ დუხობორები 1892 წელს გადაასახლა კანადაში. გადასახლებამდე კი საქართველოში ჩამოასახლეს.
კონსტანტინე ერისთავმა (ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის პაპამ) დუხობორების 5 ოჯახი შეიფარა თავის მამულში – მეჯვრისხევში. შეფარებულთა შორის იყო პოპოვების ოჯახი, რომლებსაც 2 წლის ავადმყოფი შვილი _ საშა ჰყავდათ. ერისთავებმა ძალიან შეიყვარეს ეს ბავშვი, მოუარეს და მოარჩინეს.
გავიდა თითქმის 80 წელი და საშა პოპოვი ჩამოვიდა კანადიდან საქართველოში, ჩავიდა გორში და მეჯვრისხევში, რათა მოენახულებინა თავისი კეთილისმყოფელნი, მაგრამ ადგილზე, ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, არავინ დახვდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი _ "ციფრული ფოტომატიანე"