საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 21 მარტის აქციას აკვირდებოდა, დარღვევები არ დაუფიქსირებია.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე თქმით, აქციის მსვლელობისას და შემდეგაც, აპარატში საჩივარი ან განცხადება არ შესულა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ღონისძიების მიმდინარეობას მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
შაბათს, 21 მარტს კი, ყველა იმ პირს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა შელახვის მსხვერპლი, ან აღმოჩნდებოდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო შემთხვევის თვითმხილველები, საშუალება ჰქონდათ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დაერეკათ.