ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მოსახლეობა სოფლის ცენტრში აქციას მართავს. აქციის მიზეზი "ბახვი -3 ჰესი"_ის მშენებლობაა, რომელმაც მოსახლეობის თქმით სოფლის გზა გააფუჭა. მთისპირელებს გზა აქვთ გადაკეტილი:
_ ბავშვები, მოხუცები უმძიმეს პირობებეში იმყოფებიან, წვიმაა და ტალახში ამოისვრები, დარია და მტვერი გავხრჩობს. სულ გაფუჭდა გზა, შემკეთებელი კი არავინ არის. მოგვაქციონ ყურადღება, _ ამბობენ აქციის მონაწილეები ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ შპს "ბახვი 3 ჰესის"-ის ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში 2011 წლიდან დაიწყო, მთავარი სამანქანე დანადგარების შენობა 2012 წელს, საარჩევნოდ გაიხსნა.
სოფელ მთისპირის დეპუტატი ვლადიმერ ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ 15 წუთში ადგილზე იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.
ამავე თემაზე: რთული რელიეფის მქონე სოფელში უპირველეს პრობლემად უგზოობა რჩება