უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გევენტაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც 2005 წელს მისი სასამართლოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, "ზედმეტად დამთმობი" არ იქნება.
"მე და ჩემმა კოლეგებმა ძალიან რთული გზა გავიარეთ. ყოველთვის ვიბრძოდი ჩემი უფლებების აღსადგენად, თუმცა, სასამართლოს თავმჯდომარეობაზე არასოდეს მიფიქრია. ემოციურადაც და სამართლებრივადაც რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპებმა სხვა შინაგანი ძალები და გარკვეულწილად მაღალი ეთიკური სტანდარტიც დაამკვიდრა ჩვენში. იქნება აბსოლუტურად ღია და ლიბერალური დამოკიდებულება. თუმცა, ლიბერალური ზედმეტად დათმობს არ ნიშნავს, მაგრამ კოლეგიალური დამოკიდებულება აუცილებლად მექნება, რაც ჩვენი ეთიკისსტანდარტს შეეფერება. ეს ადამიანურად რთულია, მაგრამ სხვა უფლება არ მაქვს. ბუნებრივია, ეს იყო მათი მხრიდან უკანონო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გავასაჯაროვეთ, სტრასბურგის სასამართლოშიც გვაქვს საჩივარი წარდგენილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც მისცა შეფასება პოლიტიკური დევნის ჭრილში ჩვენს საკითხს, მაგრამ დღეს თავმჯდომარე ვარ, სხვა მაღალი პასუხისმგებლობა მაკისრია, სამართალწარმოების პროცესი უნდა უზრუნველვყო კანონის ყველა მოთხოვნის ზუსტი დაცვით და არა მაქვს არავითარი ემოციის ან პიროვნული დამოკიდებულების გამოხატვის შესაძლებლობა.
კითხვაზე – თვითშეფასების უფრო მაღალი სტანდარტი ხომ არ დაწესდება ამ მოსამართლეებისთვის? – გვენეტაძე გვპასუხობს: "ვერ გეტყვით, ეს მათი გადასაწყვეტია“.