საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ საბანკო ანგარიშები, ავტომობილი და და სხვა მატერიალური კომფორტი არ აქვს, თუმცა მისი ქონებრივი დეკლარაცია 2007 წლის შემდეგ გაუმჯობესებულია.
ამის შესახებ ნინო გვენეტაძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"დეკლარაციის შესავსებად უკვე მივმართეთ შესაბამის სამსახურს და შევსება უკვე დაწყებულია. ბოლო დეკლარაცია 2007 წელს შევავსე, რადგან მას შემდეგ საჯარო მოხელე აღარ ვყოფილვარ. რაც შეეხება ქონებას, სამოქალაქო სექტორში უფრო მეტი ანაზღაურება მქონდა, ვიდრე სასამართლო სისტემაში, ამიტომ, კმაყოფილი ვიყავი ამ ანაზღაურებით. საბინაო პირობები გარკვეულწილად გავიუმჯობესე. რაც წინა დეკლარაციაში ფართი მქონდა გავასხვისე, დავამატე კრედიტი და ორი ბინა შევიძინე. დავამთავრე სარემონტო სამუშაოები სასამართლოში გამწესებამდე, რაც ასევე ძალიან დიდი 5 წლიანი ტვირთი იყო, რადგან ამისთვისაც კრედიტი დამჭირდა. სხვა მატერიალური გაუმჯობესება და კომფორტი არ მაქვს. არც საბანკო ანგარიშები და არც ავტომანქანა", _ ამბობს გვენეტაძე.