დაახლოებით, 30 წუთის წინ, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის სამშობიარო სახლში, 5 კგ 500 გრ. წონის ახალშობილი დაიბადა. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის "ავერსის" კლინიკური დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ასეთი წონის ბავშვის დაბადება იშვიათია.
ახალშობილი ნია დოლიძეა. მისი მშობლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაბეღლავიდან არიან.