საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება იმ საფრთხეებზე გაამახვილა, რის წინაშეც საქართველო დგას და ევროკავშირისა და აშშ-სგან პოლიტიკური მხარდაჭრის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
"უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ს როლის გაზრდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მოველით, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა შემცირდეს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან. ასევე, კოორდინირებულ და ადექვატურ რეაგირებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნებისმიერ ზეწოლაზე", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც მკაფიოდ გამოჰკვეთს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს და მოსახლეობისთვის ხელშესახებს გახდის ევროინტეგრაციის სიკეთეებს.