ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
"კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამით საზოგადოებას შევპირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნას საშინაო საქმეთა სამინისტროდ – სამოქალაქო სამსახურად, მისგან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფას და მათი საქმიანობის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აქაც იგივეს ვიტყვი – საჭირო იყო ამ ნაბიჯების დროულად გადადგმა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროცესი აღარ გაჭიანურდება და გამჭვირვალეობის, საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში წარიმართება."