საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ვებ-გვერდზე ახალი სერვისი აამოქმედა.
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების საფასურის გამოანგარიშება და პროცედურების შესახებ ინფორმაციების მიღება მომხმარებელს დღეიდან გამარტივებულ რეჟიმში შეეძლება.
კომისიის ვებ გვერდზე – WWW.GNERC.ORG მოცემულია შესაბამისი დირექტორია "ქსელზე მიერთების საფასური", რომელშიც განთავსებულია კალკულატორი.
სემეკის ინფორმაციით, კალკულატორი იძლევა საშუალებას მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები; გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები.
ინფორმაცია მოცემულია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.
კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი ბმულის საშუალებით: http://gnerc.org/ge/new-user-calculator