რამდენიმე საათია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, მათ შორის თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან. ყველა მათგანს ტელეფონი გამორთული აქვს. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა კახა ასკურავამ გვითხრა 4 საათია პარალიზებული არიან:
_ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ 4 საათია პარალიზებულები ვართ. მთელი ამ დროის განმავლობაში ვერავისთან ვახერხებთ დარეკვას. არც ის ვიცით ვის ვკითხოთ რა გვჭირს, _ გვითხრა ასკურავამ, რომლის განმარტებით ეს პროცესი, სავარაუდოდ, პორტირებას უკავშირდება.
_ როგორც ცნობილი იყო, მაგთიდან ჯეოსელზე უნდა დავპორტირებულიყავით. თუმცა, ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ასეთი შეფერხებები იქნებოდა, _ აღნიშნა ასკურავამ.
"გურია ნიუსი" კომპანია ჯეოსელთან დაკავშირებას ამ წუთებში ცდილობს და მათ კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით.