ე.წ. კაბელების საქმეზე "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ფილმი მოამზადა, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
"ეს თემა წელიწადნახევრის განმავლობაში სხვადასხვა დოზით განხილული იყო უსაფრთხოების კაბინეტშიც, მათ შორის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, სადაც პრინცპული შეთანხმება შედგა. ეს ხდება დაახლოებით 2013 წლის დასაწყისში. შემდეგ უკვე მოხდა დეტალური განხილვა არაერთხელ, უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან და შეთანხმება შედგა, რომ ეს ის პროექტი იყო, რომელიც საქართველოს აწყობდა“ _ ამ კომენტარით გააზიარა ფილმი ირაკლი ალასაინიამ.