გუშინ მომხადარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ზვიად ფუტკარაძე, შემდგომი მკურნალობის მიზნით ქუთაისშია გადაყვანილი.
"არაფერი არ ვიცი რა მდგომარეობაა, წაყვანილი ჰყავს ჩემს მამამთილს, ტელეფონიც არ აქვთ თან, რომ დავუკავშირდეთ. ფეხი აქვს ბარძაყში დაზიანებული, რამდენადაც ვიცი ლანჩხუთში უთხრეს, მოტეხილიაო. დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია, გათიშული ვარ. ჩემთვის ახლა მთავარია, რომ ჩემი მეუღლე ცოცხალი გადარჩა, დანარჩენი შემდგომ გაირკვევა", _ ამმბობს ჩვენთან საუბრისას დაზარალებულის მეუღლე.
რაც შეეხება "ავერსის" კლინიკას, აქ ფუტკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერაფერი გავარკვიეთ, რადგან მისმა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ განგვიცხადა, რომ პაციენტის პირადი ინფორმაციის გაცემა დაუშვებელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შებინდებისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში ქვეითად მოსიარულე ზვიად ფუტკარაძეს "ჰონდას" მარკის ავტომობილი დაეჯახა.
"გურია ნიუსის" შეეცადა თემურ ჩხაიძესთან დაკავშირებას, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.