"მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, ტერორით უმკლავდებიან" _ აღნიშნულია ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც მან ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გაავრცელა.
_ მინდა, ბესიკ ხარძიანის ოჯახს სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, სწორედ რომ ტერორით უმკლავდებიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ ამით შეგვახსენონ წარსული დრო, საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ.
ვარწმუნებ ამ არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდათ, რომ მსგავსი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ყველას პასუხი გაეცემა შესატყვისი და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს, _ აღნიშნავს ივანიშვილი.
ამავე თემაზე: ბესო ხარძიანის დაკავების, უსასტიკესი წამებისა და გაკულაკების შემზარავი ისტორია