ამის შესახებ ჟურნალისტებს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
ბურჯანაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საფრანგეთში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით მემორანდუმის ხელმოწერას შეეხებოდა.
"მისი განცხადებები დამაჯერებელი იქნებოდა, ამ ფაქტის შემდეგ თავად რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან. გაშვების შემდეგ როცა ლაპარაკობენ მაშინ ნამდვილად არ არის განცხადებები დამაჯერებელი", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.