საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უკვე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხეილ სააკაშვილი, "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისში მომხდარ პოლიციელის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და სამძიმრის პოსტს აქვეყნებს.
"ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობას. სამწუხაროდ უკვე მერამდენედ კლავენ და ესხმიან თავს მათ, ვინც ხალხი ძალადობისა და აგრესიისგან უნდა დაიცვას.
ბექა მარგიშვილის მკვლელობამდე მოკლეს ბორჯომში პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი, ბათუმში პოლიციელი თარეშ მუკბანიანი და ადგილი ჰქონდა ათეულობით პოლიციელის დაჭრას, ან ფიზიკურ ხელყოფას.
ეს არის პოლიტიკურად წახალისებული კრიმინალური სამყაროს შურისძიება იმ კანონიერებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, ჩვენი ეროვნული სიამაყის, ქართული პოლიციის მუშაობის შედეგად დამყარდა.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე ხელის აღმართვა და სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობისა და ხშირად დანაშაულის პირდაპირი წახალისების პირობებში საზოგადოება ვალდებულია, ხმა ამოიღოს თავისი დამცველების დასაცავად", – წერს მიხეილ სააკაშვილი.