კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს საღამოდან, სოფელ დიღომში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 1200 მმ-იანი IV მაგისტრალური წყალდენის სოფელ დიღომში გამავალ მონაკვეთს.
კომპანიის განცხადებით, სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.
გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 17:00 საათიდან 8 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ლუბლიანას ქუჩის ნაწილს, დიღომ-8-ს, ამერიკის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჯორჯ ბალანჩინის, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 8 აპრილის დილის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე – http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.