9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დღეს სოფელ ლიხაურში, პატივი მიაგეს ნინო თოიძის ხსოვნას.
მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "ზუსტად 26 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან 25 წლის ნინო თოიძე გმირულად დაიღუპა თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების დროს. ნინო თოიძე იქცა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ. მინდა პატივი მივაგო ყველა დაღუპული გმირის ხსოვნას და სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს."
მოგვიანებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.