ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” ერთი უცნაური და ამავდროულად სახალისო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცეკვა-სიმღერებითა და ცრემლიანი მელოდრამებით განთქმულ ინდოეთში მოღვაწე სამხედრო მეცნიერები ერთი ორიგინალური გამოგონების მოთავეები გახდნენ.
გაგიკვირდებათ და რაჯ კაპურის სამშობლოში მოღვაწე მეცნიერები განიხილავენ ხელყუმბარის ახალ მოდელს, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების ნაცვლად, დატენილი იქნება ამ ქვეყნად ყველაზე ცხარე და „ცოფიანი“ სანელებლით – პილპილით.
„ექსპერიმენტატორებს“ სურთ ყუმბარაში გამოიყენონ წიწაკა ჩილის სახეობა „ბუტ ჯოლოკია“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცხარედ ითვლება.
ინდოელი მეცნიერების აზრით, პილპილის შიგთავსიანი ყუმბარებით შესაძლო გახდება წესრიგის დამრღვევის უვნებელყოფა მისთვის სასიკვდილო ზიანის მიუყენებლად.