"ახლა იმაზე საუბარს განხორციელდა თუ არა ძალადობა მასზე სამართალდამცველების მხრიდან, არანაირი აზრი არ აქვს", _ ამის შესახებ შალვა აბულაძემ, მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მოსამართლე ბადრი შონია აბულაძის წარსულითაც დაინტერესდა. შალვა აბულაძემ აღნიშნა, რომ იგი 2006 წელს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს. სასამართლო სხდომაზე აბულაძის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი აღარ იცავს. დაცვას განახორციელებს ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე.