შალვა აბულაძის ადვოკატის თქმით, მას სურს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში აბულაძის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
თავად აბულაძის თქმით, კი მისი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე და სწორედ მის გამოა ასეთ მდგომარეობაში.
"ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ" , – განაცხადა შალვა აბულაძემ.