ქართველი მოჭადრაკე, ჭადრაკის დიდოსტატი, გაიოზ ნიგალიძე საერთაშორისო ტურნირიდან მოხსნეს და 15 წლით აუკრძალეს ჭადრაკის თამაში.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ ნიგალიძე ტყუილში გამოიჭირეს – ის ტუალეტში, ტელეფონის საშუალებით ამოწმებდა თუ რამდენად სწორი საჭადრაკო სვლა გააკეთა.
ამის შესახებ ინფორმაციას "დეილი მაილი" ავრცელებს.
გაიოზ ნიგალიძე ჭადრაკში საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. ის დუბაიში საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობდა.
მისმა ოპონენტმა, სომხეთის წარმომადგენელმა ტიგრან პეტროსიანმა გააპროტესტა, როცა შენიშნა რომ გაიოზი საეჭვოდ ხშირად დადიოდა ტუალეტში, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ ტუალეტის კაბინაში მას ტუალეტის ქაღალდში გახვეული მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული.
ნიგალიძის გარიცხვის შესახებ განცხადება ორგანიზატორებმა "ფეისბუქის" ოფიციალრ გვერდზე გაავრცელეს.